უმაღლესი განათლების რეფორმა 

09 დეკემბერი 2025, 14:19 109 ნახვა

უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს სესიაზე განიხილავენ.  რეფორმის დეტალები განათლებისა და ფინანსთა კომიტეტის წევრებს განათლების მინისტრის მოადგილემ წარუდგინა, ზვიად გაბისონიამ იმ სიახლეებზე ისაუბრა რომელიც მომავალი წლიდან აბიტურიენტებს შეეხებათ. ასევე თქვა, რომ აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევისას შეზღუდვა არ ექნებათ.

მთავრობის ინიციატივით, ცვლილება ხუთ სხვადასხვა კანონში შედის. წარდგენილი ცვლილებებით, უქმდება სასწავლო  გრანტების გაცემა. 

ამასთან, კანონით განისაზღვრება, რომ მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება. 

გარდა ამისა, პროექტის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების  ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება უნივერსიტეტებს მიენიჭება.

საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, 3+1+1 სისტემა ინერგება, სადაც 3 წელი ბაკალავრიატს დაეთმობა, 1 წელი - მაგისტრატურას, 1 დოქტორანტურას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში