საიას ანგარიში

10 დეკემბერი 2025, 14:03 104 ნახვა

2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა წარადგინა. ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ 2024 წელს დაწყებული ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების პროცესი  გაგრძელდა. მისივე თქმით  რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე  გამოხატვის თავისუფლება იყო.

ანგარიშის მიხედვით მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის აკრძალვით, ცილისწამებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის დაცვის გარანტიების შესუსტებით, მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების ბლანკეტური აკრძალვით, სასამართლოებში მედიის საქმიანობის შეზღუდვით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი არა ერთი ცვლილება შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  და  სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, შემოიღო ახალი სამართალდარღვევები, მნიშვნელოვნად გაზარდა სანქციები.

მთელი წლის განმავლობაში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებოდა უსაფუძვლო ადმინისტრაციული პატიმრობები, მაღალი ჯარიმები, ფიზიკური ძალადობა.

ანგარიშში საუბარია აქციებზე აქტივისტების მიმართ  შეუსაბამო  ქმედებებზეც, რასთან დაკავშირებითაც გია ვოლსკი აცხადებს, რომ  საიას  აღნიშნულ საკითხზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს, რადგან  დეპუტატის შეფასებით  აქციებზე  ექსტრემიზმის განხორციელებისკენ ადამიანებს  სწორედ საიას დამფინანსებელი ძალები ახალისებენ, შემდეგ კი ამ ქმედებების შედეგებს თავადვე აკრიტიკებენ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი