ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართული ოცნების" მიერ მიღებული იმ კანონების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებსა და კონკრეტულ პირებს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას უკრძალავს,- ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია აღნიშნული. მათი თქმით, ეს კანონები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
