რუსეთმა კავკასიის რეგიონში სამხედრო წვრთნები დაიწყო

24 აგვისტო 2016, 00:00 2247 ნახვა

რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულმა ერთეულმა, სამხრეთის სამხედრო ოლქმა მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო. 18 პოლიგონზე დაწყებულ სწავლებებში სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის 11 000-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. სამხედრო მანევრები მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, ასევე სომხეთში და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ბაზებზე. ოლქის პრესსამსახურის ცნობით, სწავლება ერთი თვე გაგრძელდება და მასში ჩართულია შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის 2 200-ზე მეტი ერთეული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი