„შავი ლომი“ ბრიტანეთში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

04 აპრილი 2025, 09:30 224 ნახვა

პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი "შავი ლომი" 2025 წლის გაზაფხულზე ბრიტანულ ტურნეზე გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ თამაშს გამართავს.

რიჩარდ კოკერილის შეგირდები შოტლანდიაში მაისში გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის მონაწილე ორივე ადგილობრივ ფრენჩაიზთან - "ედინბურგ A-სთან" და "გლაზგო ვორიორსთან" ითამაშებენ.

შეგახსენებთ, "ედინბურგ A-ს" წელს ჩელენჯ თასზეც ვეთამაშეთ და მეტოქემ საკუთარ მოედანზე 36:15 გაიმარჯვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი