იაპონიაში სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. ვიზიტს ფარგლებში სპორტის მინისტრმა საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარესა და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში იაპონური სპორტისა და კულტურის ცენტრის მშენებლობის საკითხი, რაც ხელს შეუწყობს იაპონური საბრძოლო სახეობების განვითარებას.
იაპონიაში ვიზიტისას მინისტრი სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდა და სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.
შალვა გოგოლაძე ტოკიოს „გრანდ სლემსაც“ დაესწრო და ქართველ სპორტსმენებს პრესტიჟულ ტურნირზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
