ტურნირი ბადმინტონში

12 დეკემბერი 2025, 10:02 89 ნახვა

ახალ სპორტის სასახლეში ლევან ქურხაშვილის სახელობის ბადმინტონის ტურნირი მოეწყო. ტურნირი სამ ასაკობრივ კატეგორიაში, ერთეულთა თანრიგში გაიმართა.

შეჯიბრება საქართველოს ბადმინტონის ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო. მისი გამარჯვებულები და პრიზიორები დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

ლევან ქურხაშვილი საქართველოში ბადმინტონელთა პირველი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი იყო, რომელმაც ქართული ბადმინტონის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დიდი როლი შეასრულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი