ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალები

08 აპრილი 2025, 11:15 269 ნახვა

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება. ლონდონის „არსენალი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს, მილანის „ინტერი“ კი სტუმრად მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.

ხვალ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი მატჩი ჩატარდება.

„დორტმუნდი“ სტუმრად „ბარსელონას“ ეთამაშება, საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ კი საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას“ მიიღებს.

ყველა მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი