ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში

08 აპრილი 2025, 09:31 222 ნახვა

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი 97 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში იასპარეზებს.

პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ნახევარფინალში უნგრელი ვეგი 10:0 დაამარცხა და დღეს ფინალურ ბლოკში ჩემპიონობისთვის იჭიდავებს, მისი მეტოქე ნეიტრალური დროშით გამომსვლელი მაგომედ ყურბანოვი იქნება.

კონტინენტის პირველობაზე ნახევარფინალური ორთაბრძოლები დათმეს გოგა ოთინაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ. ორივე მათგანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ევროპის ჩემპიონატზე რეპეშაჟიდან მესამე ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ ვლადიმერ გამყრელიძე და რობერტ დინგაშვილი.

ტურნირზე მედლები დღეს გათამაშდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი