ხულოს მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიამ ორი ერთეული ექსკავატორ-დამტვირთველი და ერთი ერთეული მუხლუხა ექსკავატორი შეიძინა.
ახალი სპეცტექნიკა მუნიციპალურ სერვისებს გადაეცა, რომელიც შიდა საუბნო გზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და სხვა საჭირო სამუშაოების დროს გამოიყენება.
2025 წელს ასევე დაგეგმილია სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალების, სახანძრო ავტოტრანსპორტის და თვითმცლელის შესყიდვა, რომელიც ხულოში მოქმედ შესაბამის სამსახურებს გადაეცემა.