ახალი ადმინისტრაციული შენობა სოფელ იაკობაძეებში

06 მაისი 2025, 18:02 168 ნახვა

სოფელ იაკობაძეებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობა აშენდება. ხულოს მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ორსართულიანი შენობის მშენებლობას, რომელშიც სხვადასხვა საჯარო შეხვედრებისა და ღონისძიებებისათვის დარბაზი და სამუშაო ოთახები განთავსდება.
პროექტის ღირებულება 198 456 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში