სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

11 აპრილი 2025, 14:05 259 ნახვა

ბათუმში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რეგიონული თამაშები 2025 გრძელდება. შეჯიბრებები სპორტის რვა სახეობაში - ფეხბურთში, ხელბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ბადმინტონში, გეზრბენში და მხიარულ სტარტებში ტარდება.

დღეს ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრება კალათბურთში 3-3-ის წინააღმდეგ პრინციპით გაიმართა.

ტურნირში გამარჯვებულები ჯერ მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატზე, წარმატების შემთხვევაში კი, საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი