თბილისში გამართულ ევროპის თასზე კადეტთა შორის ძიუდოში წარმატებით იასპარეზა ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენმა საბა ბოლქვაძემ.
ვახტანგ ზოიძის შეგირდმა 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
საბა ბოლქვაძე საქართველოს ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება და ბერლინში გასამართი ევროპის თასისთვის ემზადება.