ბათუმის „დინამომ“ „სამგურალი” დაამარცხა

15 აპრილი 2025, 12:36 220 ნახვა

ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. „ბათუმი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლები სწრაფად დაწინაურდნენ. უერდი მარას გადაცემის შედეგად ლუკა წულუკიძემ გაიტანა. მეორე ტაიმში „სამგურალი“ თამაშის შემოტრიალებას შეეცადა, თუმცა 87-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი საკუთარ კარში მიიღო. ჯალემ ბლესამ გიტას პაულაუსკასი მეკარესთან პირისპირ დატოვა, ხოლო ლიეტუველმა თავდამსხმელმა ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. ამ შეხვედრით ეროვნული ლიგის მე-8 ტური დასრულდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი