დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრები გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერმენი“ „ასტონ ვილას“ სტუმრად დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი პარიზელებმა 3:1 მოიგეს. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, „დორტმუნდი“ „ბარსელონას“ მიიღებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა კატალონიელების გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.