ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში

18 აპრილი 2025, 11:38 205 ნახვა

მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 81 კგ წონით კატეგორიაში არჩილ მალაყმაძემ იასპარეზა. მან ატაცში 147 და 152 კილოგრამი დაძლია და ამ მოძრაობაში მეოთხე ადგილი დაიკავა. აკვრაში ქართველმა ძალოსანმა 173 კილოგრამი ასწია, რაც მე-13 პოზიციისთვის აღმოჩნდა საკმარისი. საბოლოოდ კი, ორჭიდში 325 კილოგრამით არჩილ მალაყმაძე მერვე ადგილზე გავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი