ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედომ“ მოქმედ ჩემპიონს, „იბერიას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა და მოქმედმა ჩემპიონმა ძლიერ მეტოქესთან სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და 11 ტურის შემდეგ 27 ქულით ლიდერობა განიმტკიცა, ქუთაისის „ტორპედო“ 12 ქულით კი მეხუთე პოზიციაზეა.
მეორე შეხვედრაში გორის „დილამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. დღეს ეროვნულ ლიგაში კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება. ფოთის „კოლხეთი“ „თელავს უმასპინძლებს, „დინამო“ თბილისი სტუმრად „სამგურალს“ დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ბათუმის „დინამოს“, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი დღეს საკუთარ მინდორზე „გარეჯს“ დაუპირისპირდება.