ბათუმის „დინამომ“ აუტსაიდერ „გარეჯთან“ ქულები დაკარგა

30 აპრილი 2025, 09:03 102 ნახვა

ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის აუტსაიდერს, საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. ლუკა წულუკიძის კუთხურს ჯალენ ბლესამ ზუსტი დარტყმით უპასუხა და „დინამო“ დააწინაურა. შესვენების შემდეგ საგარეჯოს „გარეჯმა“ მოახერხა და 77-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა.

ვახო ბედოშვილის წაქცევისთვის მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც „გარეჯის“ კაპიტანმა, ლევან პაპავამ ზუსტად შეასრულა.

ეროვნულ ლიგაში გამართული 11 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 23 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა. გორის „დილა“ მეორე ადგილზე დამატებითი მაჩვენებლებით დაწინაურდა, ხოლო საგარეჯოს „გარეჯი“კვლავ ბოლო, მე-10 ადგილზეა. რაც შეეხება ცხრილს, მას კვლავ მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ ლიდერობს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში