ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ში „მონაკოსთან“ 1:3 დამარცხდა და ქვედა დივიზიონში დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ გამორჩეული იყო. 65-ე წუთზე 24 წლის ფეხბურთელმა „მონაკოს“ კარში ეფექტური გოლი გაიტანა. მან შორიდან უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „სენტ-ეტიენი“ 27 ქულით მე-18 ადგილზეა. საქართველოს ნაკრების შემტევის აქტივში კი 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.