„გაგრასა“  და ‘’დინამო’’ ბათუმის შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა

04 მაისი 2025, 11:55 84 ნახვა

ეროვნული ლიგის  მატჩში ‘’დინამო’’ ბათუმმა გასვლაზე გაგრას ეთამაშა. „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.  მასპინძლები 42-ე წუთზე პეტრო ბორხესის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო ბათუმის დინამომ ანგარიშის გათანაბრება 90-ე წუთზე ესპანელი ლეგიონერის, ჯალენ ბლესას გოლით შეძლო.   12 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში 24 ქულა დააგროვა და ლიდერ „იბერიასთან“ ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა. რაც შეეხება „გაგრას“, 11 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში