2021 წლის მსგავსად, საქართველოს ჩემპიონი წელსაც ქუთაისში, ადგილობრივი „აიასა“ და „ბათუმის“ დაპირისპირებით გაირკვევა.
დიდი 10-ის წინასწარ ფინალში, „ბათუმმა“ რუსთავის „ხარები“ 33:21 დაამარცხა და 11 მაისს „აია არენაზე“ უკვე ფინალურ შეხვედრაში ქუთაისურ კლუბს დაუპირისპირდება.
აქამდე ჩემპიონის თასს „აია“ 5-ჯერ, ხოლო „ბათუმი“ 4-ჯერ ფლობდა.