საქართველოს ჩემპიონატი ბადმინტონში

06 მაისი 2025, 15:36 78 ნახვა

თბილისში, სპორტ-კომპლექსმა არენამ ბადმინტონში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. გამარჯვებულები და პრიზიორები ხუთ ასაკობრივ - 11, 13, 15, 17 წლამდელთა და უფროსების კატეგორიაში გამოვლიდნენ. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ჩვენი ქვეყნის ათმა სპორტულმა კლუბმა, საერთო ჯამში კი 150-მდე სპორტსმენმა იასპარეზა, ეს კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სპორტის ამ სახეობაში რეკორდული მაჩვენებელია.

საპრიზო ადგილები გათამაშდა როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა, წყვილთა და შერეულ წყვილთა შორის. საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული დანიელ ვაგარშაკიანმა მოიპოვა, რომელმაც როგორც ინდივიდუალურ ასპარეზობაში, ასევე წყვილთა და შერეულ წყვილთა შორისაც გაიმარჯვა.

ტურნირი ბადმინტონის ფედერაციის, სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის და კერძო სექტორის ჩართულობით გაიმართა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში