თორნიკე შენგელია კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს

08 მაისი 2025, 09:53 73 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა მუნდო დეპორტივო (Mundo Deportivo) ავრცელებს.

მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და შენგელია კატალონიურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ხელშეკრულება 2+1 სისტემით გაფორმდა და ქართველი წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ ევროს მიიღებს. შენგელია ამჟამად "ვირტუს ბოლონიას" ღირსებას იცავს, რომელთანაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

ენგელიას ესპანეთში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, ქართველი 2008-2010 წლებში "ვალენსიას", ხოლო 2014-2020-ში "ბასკონიას" ღირსებას იცავდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში