ბათუმის „დინამო“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა

08 მაისი 2025, 10:04 128 ნახვა

ეროვნული ლიგის ლიდერების დაპირისპირება ბათუმში გაიმართა. „დინამომ“ მოქმედ ჩემპიონს, თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

ლუკა წულუკიძისა და გიტის პაულაუსკასის გოლებს ირაკლი სიხარულიძემ, იური ტაბატაძემ და გიორგი ჯინჯოლავამ უპასუხეს და შეხვედრა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა.

ბათუმის „დინამო“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა და 13 ტურის შემდეგ 24 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „იბერიამ“ პირველი ადგილი შეინარჩუნა და კონკურენტებთან უპირატესობაც გაზარდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში