ქართველი მებრძოლების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

08 მაისი 2025, 20:01 187 ნახვა

საბერძნეთის ქალაქ კილკისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საბრძოლო ხელოვნებებში ჭაბუკთა შორის წარმატებით იასპარეზეს ჩაქვის საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციის სპორტსმენებმა.
ტურნირი კიოკუშინკაი კარატესა და კიკბოქსინგში გაიმართა. ნუგზარ გოგუას შეგირდებმა მედლები ორივე სახეობაში მოიპოვეს. კიკბოქსინგში ევროპის ჩემპიონი ლუკა ჩარკვიანი გახდა, რაც შეეხება კარატისტებს, სამშობლოში ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით თემურ სურმანიძე, ბექა ცენტერაძე და გოგიტა ანანიძე დაბრუნდნენ.
დათა მამულაიშვილი, ნიკა კონცელიძე და გიორგი ბერიძე კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ. ხვალ ჩაქველი მებრძოლები სომხეთში მიემგზავრებიან, სადაც კიოკუშინკაი კარატეში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ.
მაისის ბოლოს კი თბილისში გასამართ საქართველოს ჩემპიონატზე იბრძოლებენ კიკბოქსინგში, რომელიც K-1-ის წესებით ჩატარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში