აჭარის ღია პირველობა ჩოგბურთში

10 მაისი 2025, 14:15 136 ნახვა

ბათუმის საჩოგბურთო კორტებზე გოგონებსა და ვაჟებს შორის აჭარის ღია პირველობა გაიმართა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან  7-დან 16 წლამდე ჩოგბურთელები მონაწილეობდნენ. 

ჩემპიონატის გამარჯვებულებს სიგელები და სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. 

აჭარის ღია პირველობა ტრადიციული ტურნირია, რომელიც წელიწადში ოთხჯერ იმართება.

ჩემპიონატი ასევე გაიმართა 5-დან 7 წლამდე ასაკის მოზარდებს შორისაც, ჯამში აჭარის ღია პირველობაში 65 ჩოგბურთელი მონაწილეობდა. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში