ბათუმელი კარატისტების წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე 

13 მაისი 2025, 10:50 364 ნახვა

თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გოჯუ-რიუ კარატე დო-ში წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრებმა. ჩვენი რეგიონის გუნდი ქვეყნის პირველობაზე 17 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. შეჯიბრება ჭაბუკთა და უმცროს ჭაბუკთა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

მიხეილ მელუას შეგირდებიდან თექვსმეტმა სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონი ანდრია გელაძე გახდა, გიორგი ხეცოიძე, თომა ჩაგანავა, ერეკლე თავდგირიძე, ნიკო კონჯარია, დავით მოდებაძე, რეზი კამლაძე და გიგი შაინიძე ბათუმში ვიცე-ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ. აჭარის ნაკრების ანგარიშზე კიდევ ბრინჯაოს სინჯის რვა მედალია.

გუნდი ამჟამად აჭარის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის დასრულების შემდეგ უკვე საქართველოს თასის გათამაშებაზე იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი