UFC - ილია თოფურია VS ჩარლზ ოლივეირა

14 მაისი 2025, 09:58 99 ნახვა

უეფსი-ს პრეზიდენტის, დანა უაითის განცხადებით, 29 ივნისს ლას ვეგასში ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას შეხვდება. 35 წლის ჩარლზ ოლივეირა UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ითვლება. მან MMA-ის კარიერაში 46 ბრძოლა ჩაატარა და 35-ში გაიმარჯვა. ის 2021 წლის მაისში მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და შემდეგ ქამარიც დაიცვა.

რაც შეეხება თოფურიას, მის ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში 16 გამარჯვება და არცერთი მარცხია. ივნისში თავის სატიტულო შეხვედრას გამართავს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილიც. ის 8 ივნისს ამერიკელ შონ ომალის კარიერაში მეორედ დაუპირისპირდება.

რაც შეეხება 70კგ წონითი კატეგორიის ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს, მან ქვესაშუალო დივიზიონში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც, სავარაუდოდ, სატიტულო ბრძოლას ავსტრალიელი ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი