საქართველოს ჩემპიონატი ბადმინტონში  

14 მაისი 2025, 14:03 97 ნახვა

თბილისში, პარა-სპორტის ცენტრში, დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ბადმინტონში 11, 13, 15 და 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში. ბათუმის სპორტის სასახლის ბადმინტონის გუნდის სპორტსმენებმა ტურნირზე საერთო ჯამში სხვადასხვა სინჯის რვა მედალი მოიპოვეს: მათ შორის 5 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი.

11 წლამდელთა შორის ჩემპიონი ანრი არუთინიანი გახდა. 13 წლამდე გოგონათა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა არიანა არუთინიანმა. შერეულ წყვილთა შორის ანრი და არიანა არუთინიანების ტანდემმა გაიმარჯვა. 1

5 წლამდე ვაჟთა შორის ქვეყნის ჩემპიონი რაფაელ ოვანესიანი გახდა, რომელმაც გარიგენ ხაჩატურიანთან ერთად წყვილთა შორისაც გაიმარჯვა და ანასტასია კუტუბიძესთან შერეულ წყვილებს შორისაც ოქროს მედალი მოიპოვა, რითაც ქვეყნის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

ერთეულთა შორის მესამე ადგილზე გავიდა გარეგინ ხაჩატურიანი, ასევე მესამე ადგილი დაიკავა ანრი არუთინიანისა და თემურ მიქელაძის წყვილმა. აჭარის ნაკრები გუნდი ტურნირისთვის მწვრთნელმა მალხაზ მჟავიამ მოამზადა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი