ფრენბურთელთა ვერცხლი და ბრინჯაო საქართველოს ჩემპიონატზე

15 მაისი 2025, 09:59 90 ნახვა

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ფრენბურთში როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა შორის. მამაკაცთა შორის ფრენბურთის კლუბმა „ბათუმმა“ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში „ცაგერი“ დაამარცხა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ჩემპიონი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი გახდა, „გორი“ კი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

რაც შეეხება ქალებს, „ბათუმი“ ფინალში ევროპის უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა. ხათუნა გიორგაძის შეგირდები შეხვედრაში დაწინაურდნენ, თუმცა საბოლოოდ 1:3 დამარცხდნენ და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ. ბრინჯაო „თბილისმა“ მოიგო. ტურნირზე გამოვლინდნენ საუკეთესო თავდამსხმელები.

კაცთა შორის საუკეთესოდ ბათუმის თავდმსხმელი მანუჩარ დეკანაძე გახდა, ქალთა შორის კი ეს ტიტული ელენე მექვაბიშვილს ერგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი