დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბათუმის „დინამო“ გორის „დილას“ უმასპინძლებს.
სატურნირო ცხრილში ზღვისპირელები 24 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფებიან და დღევანდელ მეტოქეს, რომელიც მეორე პოზიციაზეა, ორი ქულით ჩამორჩებიან. მესამე ადგილს 25 ქულით თბილისის „დინამო“ იკავებს.
რაც შეეხება გათამაშების ლიდერს, სატურნირო ცხრილს კვლავ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „იბერია 1999“ ლიდერობს.
„დინამოსა“ და „დილას“ მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.