თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ მეოთხედფინალურ სერიაში დაწინაურდა 

19 მაისი 2025, 11:58 65 ნახვა

იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალური სერიის პირველ შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ვენეცია“ დაძაბულ ბრძოლაში 90:85 დაამარცხა და დაწინაურდა.

შენგელიამ 18 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 7 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

სერიის მეორე მატჩი 20 მაისს, ისევ ბოლონიაში გაიმართება, ხოლო 23 მაისს მასპინძელი უკვე „ვენეცია“ იქნება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი