საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ბატუტის სახეობის მწვრთნელებს, მსაჯებსა და სპორტსმენების მშობლებს შეხვდა. მინისტრის ინიციატივით სპორტის სამინისტრო მხარეებს შორის მედიატორის როლს შეასრულებს.
ბატუტის სახეობის მწვრთნელებს, მსაჯებსა და სპორტსმენების მშობლებს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტებად რუსუდან ხოფერიასა და ინგა გიორგობიანის არჩევა სურთ.
შეხვედრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ფედერაციებში ვიცე-პრეზიდენტების არჩევა თავად სპორტული ფედერაციების პრეროგატივაა და ამ საკითხში სამინისტრო ვერ ჩაერევა, სწორედ ამიტომ სამინისტრო მხარეებს მედიაციის პროცესში დახმარებას სთავაზობს. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.