გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენია. მან „ლეიდასთან“ მატჩში 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო და 52 რეალიზებული საჯარიმო დაუგროვდა ისე, რომ ბურთი არ აუცილებია.
ქართველი ცენტრი უკვე ორი თვეა საჯარიმოებს 100-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნის.
აქამდე ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი ჯო კოპიცკის ეკუთვნოდა, რომელმაც 1988 წელს 42-დან 42 საჯარიმო ჩააგდო.