ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ნაკრები ევროპის ლიგის A დივიზიონში იასპარეზებს

21 მაისი 2025, 13:02 150 ნახვა

ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ნაკრები 23 მაისიდან 25 მაისის ჩათვით ესპანეთის ქალაქ ელ-პუერტო-დე-სანტა-მარიაში, ევროპის ლიგის A დივიზიონის პირველ ეტაპში მიიღებს მონაწილეობას.

კახი თოდაძის შეგირდები ესპანეთის, უკრაინისა და გერმანიის ქვიშის ფეხბურთის ნაკრებთან გამართავენ შეხვედრებს. ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლირება beachsoccertv.com-ზე განხორციელდება.

2025 წლის ივლისში კი ქალაქ ბათუმის ახალი ქვიშის ფეხბურთის არენა, ევროპის ლიგის A დივიზიონის დასკვნითი ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი