გინესისა და მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა, ოზურგეთელმა გოდერძი მახარაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საკუთარი რეკორდების ყულაბას კიდევ ორი ახალი მიღწევა შემატა და ამჯერადაც კვლავ კალათბურთის ბურთით. ქართველმა რეკორდსმენმა მის მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდები გააუმჯობესა.
პირველ რეკორდზე მას ბურთი თავით ხუთ წუთში 500-ზე ნაკლები რაოდენობით უნდა აეკენწლა, რაც საკმაოდ რთული იყო, ვინაიდან ბურთი ნელ ტემპში და საკმაოდ დიდ სიმაღლეზე უნდა აეგდო. მისი წინა რეკორდი 450 იყო, ამჯერად კი მან ხუთ წუთზე ნაკლებ დროში ბურთი 394-ჯერ აკენწლა.
მეორე რეკორდს რაც შეეხება, აქაც გააუმჯობესა მის მიერვე შარშან დამყარებული მიღწევა, როდესაც ერთ საათსა და 35 წუთში ბურთი 12 ათას შვიდჯერ აკენწლა. ამჯერად მან ერთ საათსა 44 წუთში ბურთი 13 ათას 120-ჯერ აკენწლა. ეს გოდერძი მახარაძისთვის კარიერაში 65-ე და 66-ე დამყარებული რეკორდები იყო.
52 წლის ქართველმა ათლეტმა ახალი მიღწევები ლეგენდარული ქართველი სპორტული კომენტატორების კოტე მახარაძისა და ჯამლეთ ხუხაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.