გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს

27 მაისი 2025, 11:03 182 ნახვა

დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი გლდანის ციხესთან იმყოფება, სადაც მისი თქმით, დაკავებული უნდა იმყოფებოდეს. როგორც აცხადებს, ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ მას ოჯახის წევრმა შეატყობინა და თავად არავითარ ინფორმაციას არ ფლობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანონიმური შეტყობინებით, ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი". 

უწყების ინფორმაციითვე, იგი დააკავეს „გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად".

სასამართლომ ბაჩიაშვილი ბრალდებულად ცნო როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.

გიორგი ბაჩიაშვილს მიმალვის შემდეგ კი, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში