ვილი სანიოლმა ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

27 მაისი 2025, 15:35 261 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

ივნისში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, 5 ივნისს თბილისში ფარერის კუნძულებთან, ხოლო 8 ივნისს ქუთაისში კაბო ვერდეს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ.

აღნიშნული საკონტროლო მატჩებისთვის სანიოლმა გუნდის რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალებას მისცა, ასევე ეროვნულ ნაკრებში არ არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც 21-წლამდელთა გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან.

ნაკრების განაცხადში ოთხი დებიუტანტია - დავით კერესელიძე, საბა ხარებაშვილი, ნიკა გაგნიძე და გიორგი გაგუა. აღსანიშნავია, რომ 16 წლისა და 8 თვის გიორგი ხარებაშვილი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გაგუა (ისტრა 1961, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი)

ივნისის მატჩებს გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს. შესარჩევ ციკლს საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთთან შეხვედრით დაიწყებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში