ბათუმელი ლუკა ბერიძე სუმოში ევროპის ჩემპიონია

06 ივნისი 2025, 20:02 339 ნახვა

წარმატებით იასპარეზა ბათუმელმა სუმოისტმა ლუკა ბერიძემ უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 23 წლამდელთა შორის. ტურნირში 12 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ბათუმელმა სპორტსმენმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე დამაჯერებლად მოიგო, რითაც ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ლუკა ბერიძე ლეგენდარული ქართველი სუმოისტის, ლევან ცაგურიას, კოკაის თასზე იასპარეზებს, რომელიც წელს ბათუმში გაიმართება.
ვიდეო-მასალა ევროპის ჩემპიონატიდან თავად სპორტსმენმა მოგვაწოდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში