ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის

11 ივნისი 2025, 09:01 170 ნახვა

ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, 65 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ, ერეკლე თავბერიძემ სომეხი იანეს ნაზარიანი 9:0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

თავბერიძემ კარიერაში მეოთხედ მოიპოვა კონტინენტური პირველობის ოქრო. ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა გიორგი ჩაჩუა, რომელიც 55 კგ წონითი კატეგორიის ფინალში დამარცხდა ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების დროშის ქვეშ მოასპარეზე დანილ ლოზხინთან.

დღეს ფინალურ ბლოკში ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ გიორგი გოგელაშვილი და საბა აბაშიძე, ხოლო ბრინჯაოსთვის ლუკა მარტიაშვილი იჭიდავებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში