ბათუმის საპლაჟო მინი ფეხბურთის სტადიონზე გაიმართა დასავლეთ საქართველოს პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები.
პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს კოლეჯი "ახალი ტალღა" კოლეჯი "მახინჯაური" დაუპირისპირდნენ, მეორე შეხვედრაში ფინალის საგზურისთვის ფოთის "ფაზისი" და ბათუმის ნავიგაციის პროფესიული კოლეჯი დაუპირისპირდნენ.
ფინალში ქობულეთის „ახალმა ტალღამ“ „ფაზისი“ 5:1 დაამარცხა და საქართველოს დასავლეთის რეგიონის გამარჯვებული გახდა. დასავლეთ რეგიონში გამარჯვებული გუნდი აღმოსავლეთში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.