ესპანეთის ლიგა ენდესას ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „ვალენსიას“ 74:105 დამარცხდა და სერიაში 0:2 ჩამორჩა. ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 7 წუთი ითამაშა და შეხვედრა უქულოდ დაასრულა. შერმადინმა გუნდმა 2 მოხსნა შესძინა. სერიის მესამე მატჩი 14 ივნისს, ტენერიფეში გაიმართება.