ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია

15 ივნისი 2025, 20:51 146 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ეთერ ლიპარტელიანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 25 წლის ძიუდოისტმა იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღემდე საქართველოს ნაკრები მედლის გარეშე იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში