ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია 

17 ივნისი 2025, 09:09 85 ნახვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის 81 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ტატო გრიგალაშვილი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეს ქართველი ჯუდოკასთვის მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ მეხუთე ფინალი იყო, მის ანგარიშზე კი ორი ვერცხლისა და სამი ოქროს მედალია. გუშინვე იჭიდავეს ეთერ ასაკილაშვილმა და ზაურ დვალაშვილმაც.

ასკილაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა, დვალაშვილმა კი ორი შეხვედრის მოგება შეძლო თუმცა შემდეგ თავადაც წააგო და ტურნირს გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – გრიგალაშვილამდე ეთერ ლიპარტელიანმა ტურნირზე ჩატარებული ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

დღეს 90 ტატამიზე ორ ქართველს ვიხილავთ. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლებისთვის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე იბრძოლებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში