თორნიკე შენგელია ბოლონიას იტალიის ჩემპიონობით დაემშვიდობა. მან ფინალური სერიის მესამე მატჩში 31 ქულა ჩააგდო, მისმა „ვირტუსმა“ კი „ბრეშა“ 96:74 დაამარცხა. სერია სამ მოგებამდე იყო, ბოლონიელებმა კი 3:0 გაიმარჯვეს.
თორნიკემ 29 წუთში 31 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მის ანგარიშზე 8-დან 7 ორქულიანი, 4-დან 4 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმოა.
მარგი ქმედების კოეფიციენტი კი საოცრად მაღალი ჰქონდა – 46.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ფინალური შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.