გურამ თუშიშვილის ვერცხლი მსოფლიო ჩემპიონატზე

20 ივნისი 2025, 09:13 89 ნახვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ინალ ტასოევთან წააგო.

მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალურ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა 4 მედლით დაასრულა: ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი და გურამ თუშიშვილი ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დღეს ბუდაპეშტში შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ჩინეთის გუნდს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მასპინძელ უნგრეთსა და იტალიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში