„პარი სენ-ჟერმენი“ „ბოტაფოგოსთან“ დამარცხდა

20 ივნისი 2025, 09:14 151 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე იგორ ჟესუსმა გაიტანა.

პარიზელები ორი ტურის შემდეგ 3 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე არიან.

შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი „სიეტლ საუნდერსთან“ 23 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში