სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

24 ივნისი 2025, 14:09 170 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო ბავშვთა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური სერიები სპორტის შვიდ სახეობაში.    ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონები უპირისპირდებიან.

პირველი ტურნირი მინი ფეხბურთში როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის ჩატარდა. გოგონათა შორის ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს ბათუმის მერვე საჯარო სკოლის და თეთრიწყაროს სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში ახალგორის რაიონის სოფელ წეროვანის მესამე საჯარო სკოლის გუნდი 6:2 დაამარცხა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ჩემპიონები 2026 წელს მსოფლიოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე იასპარეზებენ.

ამ წუთებში კი ასპარეზობა მაგიდის ჩოგბურთში მიმდინარეობს. ვაჟთა შორის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის გუნდი სოფელ ჟდანოვის სკოლის სპორტსმენებს შეხვდება, გოგონათა შორის კი ჩემპიონის ტიტულისთვის ვაშლოვანისა და სპასოვსკის საჯარო სკოლის გუნდები იბრძვიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი