შოთა არველაძე სამწვრთნელო კარიერას უბრუნდება

25 ივნისი 2025, 09:44 124 ნახვა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე თურქულ "ქასიმფაშას" გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლუბსა და არველაძეს შორის შეთანხმება უკვე შედგა და ქართველი სპეციალისტი კონტრაქტს 1+1 სისტემით გააფორმებს. შოთა ბურაქ ილმაზს შეცვლის.

"ქასიმფაშამ" გასულ სეზონში თურქეთის სუპერლიგაში 47 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ არველაძე თურქულ გუნდს 2012-2015 წლებში წვრთნიდა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 91 მატჩიდან 33 მოიგო, 28 ფრედ ითამაშა, 30-ჯერ კი დამარცხდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში