​ნიტა ჯამაგიძის ისტორიული მედალი ტანმოვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე

26 ივნისი 2025, 10:01 55 ნახვა

ბულგარეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იუნიორებს შორის ქართველმა ტანმოვარჯიშემ  ნიტა ჯამაგიძემ ბურთით ვარჯიშში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ისტორიაში ეს პირველი მედალია იუნიორთა შორის მსოფლიოს პირველობაზე. ისტორიული მედალი ტანმოვარჯიშეს სპორტის მინისტრმა მიულოცა.

მხატვრული ტანვარჯიშის მსოფლიო პირველობაზე 71 ქვეყნის 350-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში